სულ 1 სტატია · გვერდი 1 / 1
ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი სიმღერა „მე ვიცი, შენ ჩემი არ ხარ“ არტისტ „ჯაკუბის“ შესრულებით, შვედეთში Spotify-ის ტოპ ჩარტებს ლიდერობდა 6.9 მილიონზე მეტი მოსმენით. მიუხედავად ამ წარმატებისა, ინდუსტრიის ორგანიზაცია IFPI-მ ის ოფიციალური შვედეთის ტოპლისტიდან ამოიღო, იმ მოტივით, რომ სიმღერა AI-ით არის გენერირებული, არტისტი კი არ არსებობს. ამ გადაწყვეტილებამ ინდუსტრიის ექსპერტებისა და კრიტიკოსების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, თუმცა მსმენელები სიმღერის აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებენ.